WordWiseსწორი სიტყვა
ისწავლეთ კომუნიკაცია თამაშით: რეალური სამსახურებრივი სიტუაციები, ბარიერები, ახალი მეგობრები და თვითშეფასების ტესტები.
ეყრდნობა აღიარებულ კვლევებსა და მოდელებს: დენიელ გოულმანის ემოციური ინტელექტი, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროექტის მეთოდი (ფიშერი და იური) და ემი ედმონდსონის ფსიქოლოგიური უსაფრთხოება.
მოკლე დონეები, განსხვავებული აქტივობები
შექმენით პერსონაჟი
სახელი, ვარცხნილობა, სამოსი და აქსესუარები. თქვენი გმირი ყველა სცენაში მონაწილეობს.
აირჩიეთ თამაში
სამი დამოუკიდებელი თამაში, თითოეულს დაახლოებით 15–20 წუთი სჭირდება.
გაიარეთ სიტუაციები
ამოიცანით ემოცია, გააუმჯობესეთ ფრაზა, გაარჩიეთ მითი ფაქტისგან და ბოლოს ბარიერი დაანგრიეთ.
შეიძინეთ მეგობარი
კარგი პასუხები მეგობრობის შკალას ავსებს. დონის ბოლოს გმირი ხელს ჩამოგართმევთ.
სწორი სიტყვა, სწორ დროს
WordWise („სწორი სიტყვა“) არის ინტერაქციული სასწავლო თამაში. ის რეალურ სამსახურებრივ სიტუაციებში გავარჯიშებთ კომუნიკაციასა და რბილ უნარებში: როგორ გაიცნოთ ადამიანი, მოუსმინოთ, დასვათ სწორი კითხვა, მართოთ ემოცია და კონფლიქტი, გასცეთ უკუკავშირი და იხელმძღვანელოთ გუნდი. ლექციის ნაცვლად თქვენ თავად იღებთ გადაწყვეტილებებს და მაშინვე ხედავთ მათ შედეგს.
ყველასთვის, ვინც ადამიანებთან მუშაობს
- ახალ თანამშრომლებს და სტაჟიორებს: სამსახურში მარტივი ადაპტაციისთვის
- გამოცდილ თანამშრომლებს: რთული საუბრების, გუნდური მუშაობისა და კონფლიქტის მართვისთვის
- ხელმძღვანელებს: დელეგირების, უკუკავშირისა და ლიდერობისთვის
- სტუდენტებს: კარიერის დასაწყისისთვის
უნარს, რომელსაც ხვალვე გამოიყენებთ
- 85 სიტუაცია და საუკეთესო ფრაზების პირადი კოლექცია
- შეჯამებას ყოველი დონის ბოლოს: რა იცოდით და რა ისწავლეთ
- თქვენი ზრდის ნახვას: პირველი ცდის და საუკეთესო შედეგის შედარებით
- ემოციური ინტელექტის და კონფლიქტის სტილის თვითშეფასებას
- პერსონალურ სერტიფიკატს სამივე თამაშის გავლის შემდეგ
მოკლედ და მოსახერხებლად
- 3 თამაში, თითო დაახლოებით 15–20 წუთი
- ერთი დონე 3–5 წუთია: შესვენებაზეც გაივლით
- ტელეფონზე და კომპიუტერზე, ინსტალაციის გარეშე
- პროგრესი ინახება და შეჩერებული ადგილიდან აგრძელებთ
ნახეთ, როგორ იწყება თამაში
მოკლე ვიდეო, რომლის გაზიარებაც შეგიძლიათ Facebook-ზე, Instagram-ზე ან სადაც გსურთ.
აირჩიეთ, საიდან დაიწყებთ
თითოეული თამაში დამოუკიდებელია და პროგრესიც ცალკე ინახება. დონეები მარტივიდან რთულისკენ მიდის.
საუბრის საფუძვლები
პირველი შთაბეჭდილება, მოსმენა, კითხვები, ნდობა და დამაჯერებელი საუბარი
- 1პირველი შთაბეჭდილებაბარიერი: უხერხული დუმილი
- 2ვერბალური და არავერბალურიბარიერი: ორაზროვანი სიგნალები
- 3აქტიური მოსმენაბარიერი: გაფანტული ყურადღება
- 4კითხვების დასმის ხელოვნებაბარიერი: ვარაუდები
- 5რაპორტი და ნდობაბარიერი: უნდობლობა
- 6დამაჯერებელი საუბარიბარიერი: წინააღმდეგობა
ემოციები და გუნდი
ემოციური ინტელექტი, აღქმა, მიზნები, გუნდური მუშაობა და კონფლიქტის მართვა
- 1ემოციური ინტელექტიბარიერი: ემოციური აფეთქება
- 2აღქმა და პროექციაბარიერი: სტერეოტიპები
- 3მიზნის დასახვაბარიერი: გადავადება
- 4გუნდური მუშაობაბარიერი: ურთიერთდადანაშაულება
- 5კონფლიქტის მართვაბარიერი: ესკალაცია
ლიდერობა და გავლენა
პროექტის მართვა, SWOT და რისკები, დელეგირება, ლიდერობა, იმიჯი და საჯარო გამოსვლა
- 1პროექტის მართვაბარიერი: ჩავარდნილი ვადები
- 2SWOT და რისკებიბარიერი: ბრმა წერტილები
- 3დელეგირებაბარიერი: „თავად უფრო სწრაფად გავაკეთებ“
- 4ლიდერობაბარიერი: დაკარგული მოტივაცია
- 5პროფესიული იმიჯიბარიერი: უხილავობა
- 6საჯარო გამოსვლაბარიერი: სცენის შიში
მიიღეთ პერსონალური სერტიფიკატი
სამივე თამაშის გავლის შემდეგ სერტიფიკატი თქვენი სახელით ავტომატურად შეიქმნება. შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ და გააზიაროთ.
- თქვენი სახელი და დასრულების თარიღი
- შეგროვებული ვარსკვლავები
- უნიკალური ID
სერტიფიკატი
ადასტურებს, რომკომუნიკაცია · ემოციური ინტელექტი და გუნდი · ლიდერობა და გავლენა
ტესტები და პრაქტიკული ინსტრუმენტები
შედეგები მხოლოდ მოთამაშის მოწყობილობაზე ინახება. ტესტები თვითშეფასების სავარჯიშოებია და არა კლინიკური დიაგნოსტიკა.
ჩემი SMART მიზანი
ცხოვრებისეული მიზანი SMART ფორმულით და წერილი მომავალ საკუთარ თავს, რომელიც ვადის დღეს მოგივათ.
ცხოვრების ბორბალი
შეაფასეთ 8 სფერო და იპოვეთ, სად დაისახოთ შემდეგი მიზანი.
ემოციური ინტელექტის ტესტი
15 დებულება და 5 კომპონენტი: თვითშეგნება, თვითრეგულირება, მოტივაცია, ემპათია, სოციალური უნარები.
კონფლიქტის სტილის ტესტი
6 სიტუაცია. გაიგეთ თქვენი დომინანტური სტილი თომას-კილმანის მოდელით.
აიზენჰაუერის მატრიცა
გაანაწილეთ 9 საქმე 4 კვადრატში და შეავსეთ დელეგირების ბარათი.
SWOT დაფა
შიდა და გარე ფაქტორები ერთ ეკრანზე: პირადი ან გუნდური ანალიზისთვის.
რისკების მატრიცა
დაამატეთ რისკი, შეაფასეთ ალბათობა და გავლენა და ნახეთ პრიორიტეტი.
4MAT კონსტრუქტორი
ააწყვეთ გამოსვლა 4 კითხვით: რატომ? რა? როგორ? რა მოხდება, თუ?
პეჩა-კუჩა ტაიმერი
20 სლაიდი × 20 წამი. რეპეტიცია ხმოვანი სიგნალებით.
17 მეგობარი შესაძენად
ყველასთვის, ვინც ყოველდღე ურთიერთობს
პირველი ნაბიჯები სამსახურში
- გაცნობა, მოსმენა და სწორი კითხვები
- საუკეთესო ფრაზების კოლექცია
- ითამაშეთ ტელეფონზე, ინტერნეტის გარეშეც
რთული საუბრები
- ექსპერტის სიტუაციები ყოველ დონეზე
- EQ პროფილი და კონფლიქტის სტილი
- SMART მიზანი და წერილი მომავალ საკუთარ თავს
ლიდერობა და გავლენა
- დელეგირება, უკუკავშირი და მოტივაცია
- SWOT, რისკები და აიზენჰაუერის მატრიცა
- საჯარო გამოსვლა, 4MAT და პეჩა-კუჩა
თამაში თქვენს სასწავლო სისტემაში
- სამი SCORM 1.2 პაკეტი, თითო თამაშზე: იტვირთება Moodle-ში, Moodle Workplace-ში და სხვა LMS-ებში.
- LMS იღებს ქულას (ვარსკვლავების პროცენტი) და დასრულების სტატუსს (თამაშის ყველა დონე გავლილია).
- პროგრესი ინახება და თანამშრომელი შეჩერებული ადგილიდან აგრძელებს.
- შესაძლებელია სცენარების მორგება თქვენი ორგანიზაციის სპეციფიკაზე.
მოგვწერეთ და შემოგთავაზებთ ორგანიზაციის ზომაზე მორგებულ პირობებს.
დააყენეთ როგორც აპლიკაცია
მაღაზიიდან გადმოწერა არ არის საჭირო. დაყენების შემდეგ თამაში მთავარი ეკრანიდან იხსნება და ინტერნეტის გარეშეც მუშაობს.
Android
- გახსენით ეს გვერდი Chrome-ში.
- დააჭირეთ ღილაკს „ტელეფონზე დაყენება“ ან მენიუს (⋮).
- აირჩიეთ „აპის დაყენება“ ან „მთავარ ეკრანზე დამატება“.
iPhone და iPad
- გახსენით ეს გვერდი Safari-ში.
- დააჭირეთ „გაზიარების“ ღილაკს (კვადრატი ისრით).
- აირჩიეთ „Add to Home Screen“ (მთავარ ეკრანზე დამატება).
კომპიუტერი
- გახსენით Chrome-ში ან Edge-ში.
- მისამართის ზოლში დააჭირეთ დაყენების ხატულას.
- ან, უბრალოდ, ითამაშეთ ბრაუზერში.